|
2016-12-27 16:41:14, 869 ნახვა
საზოგადოება
ესპანეთიდან საქართველოში ხეხილოვანი, სუბტროპიკული, კაკლოვანი და აგროსატყეო კულტურების ახალი ჯიშების შემოტანა გაზაფხულიდან დაიწყება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესპანური კომპანიის La Encina-სმიწვევით სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა ესპანეთის ქალაქებში - სევილია, სანტანდერი, რიოხა, ბილბაო - გაშენებული ხეხილოვანი და აგროსატყეო კულტურების სანერგე მეურნეობები და საკოლექციო ნარგაობები მოინახულეს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში იური ნოზაძემ და ლევან უჯმაჯურუძემ შეხვედრები გამართეს ესპანეთის კანტაბრიას ავტონომიური ოლქის პრეზიდენტ მიგელ ანგელ რევილასთან, ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინიტრებთან. შეხვედრებზე როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული მიმართულებითერთობლივი ღონისძიებების განხორციელების საკითხები განიხილეს. გადაწყდა, რომ ახალგაზრდა, ქართველი სპეციალისტები აგრონომიული მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ესპანეთში აიმაღლებენ. 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება პროექტი, რომლის ფარგლებში ესპანეთიდან საქართველოში ხეხილოვანი, სუბტროპიკული, აგროსატყეო და კაკლოვანი კულტურების ახალი ჯიშების შეტანა იგეგმება. მომავალი წლიდან საცდელი ნიმუშები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ბაზებზე გაშენდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა სანერგე მეურნეობის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გამოთქვეს ინტერესი და სურვილი საქართველოში სხვადასხვა კულტურის ახლი ჯიშების შემოტანის, გამოცდის და შემდგომ, ადგილობრივ ფერმერებთან ერთად, ერთობლივი საწარმოს შექმნისა და ნერგების წარმოების კუთხით. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ რიოხაში უძველესი მარნის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე მევენახეობა - მეღვინეობის კუთხით თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. (NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)