|
2016-12-26 09:55:24, 816 ნახვა
საზოგადოება
გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, დღეს გახდება ცნობილი
ენერგეტიკისა და წყალმარაგების მარეგულირებელი კომისია სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით სხდომას დღეს გამართავს. სწორედ დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი. სემეკმა დღეს „თელასსა“ და „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ 2017 წლის ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები უნდა დაუდგინოს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, სემეკმა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მფლობელობაში მყოფ ჰიდროელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 23 დეკემბერს მიიღო. 9 ჰიდტროელექტროსადგურს, ასევე "ზაჰესს" 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შეუმცირდა, ხოლო ერთს-„აწჰესს“ გაეზარდა. აწჰესის ტარიფი 2016 წელს 1კვტ/სთ - 4.067 თეთრია, 2017 წელს - 5.865 თეთრი იქნება. რიონჰესის 2016 წელს 1კვტ/სთ - 3.827 თეთრია, 2017 წელს 3.301 თეთრი იქნება. საცხენჰესის მოქმედი ტარიფი 1 კვტ/სთ - 6.170 თეთრია, მომავალ წელს იქნება - 5.521 თეთრი. ჩითახევჰესის 1 კვტ/სთ- 3.933 თეთრია, 2017 წელს იქნება- 3.807 თეთრი. ძევრულჰესის 1 კვტ/სთ - 2.764 თეთრია, 2017 წელს 2.616 თეთრი იქნება. გუმათჰესის მოქმედი ტარიფია 1 კვტ/სთ- 2.385 თეთრი, 2017 წელს იქნება-2.004 თეთრი. ლაჯანურჰესის წარმოების დღეს არსებული ტარიფია 1კვტ/სთ - 2.064 თეთრი, 2017 წელს იქნება 1.593 თეთრი. შაორჰესის მოქმედი ტარიფია 1კვტ/სთ - 2.586 თეთრი, 2017 წელს იქნება 1.933 თეთრი. ორთაჭალჰესის - 1კვტ/სთ - 2.500 თეთრია, 2017 წელს 2.325 თეთრი იქნება. ,,ზაჰესის" 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 4.781 თეთრი იქნება, მოქმედი ტარიფი კი 1 კვტ/სთ - 5.225 თეთრია.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)