|
2015-03-26 11:46:30, 1028 ნახვა
ეკონომიკა
„ტექნო ბუმში“ სააღდგომო ფასდაკლებების ბუმი დაიწყო
ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ სპეციალურად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 50%-მდე ფასდაკლების აქციას იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, სააღდგომო დღეებში ყველა ოჯახში განსაკუთრებული სამზადისია, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს და ერთგვარ ტრადიციას ნამცხვრების, ხაჭაპურებისა და სხვა საკონდიტრო ნაწარმის სახლში გამოცხობა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ წინასააღდგომოდ, „ტექნო ბუმი“ საცხობ ღუმელებს სპეციალურ ფასად , 50%-მდე ფასდაკლებით გაყიდის. კომპანიის ინფორმაციით, საცხობი ღუმელების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, მათი ფასები კი 50% იანი ფასდაკლებით 59 ლარიდან იწყება, სენსაციურ ფასად გაიყიდება მხოლოდ 600 ცალი ღუმელი. „პროდუქტი წინასააღდგომოდ ძალიან აქტუალურია, ამიტომ უნდა იჩქაროთ, რომ მხოლოდ ნახევარ ფასად მოასწროთ მათი შეძენა“, -აცხადებენ „ტექნო ბუმში“. გარდა ამისა, მიმდინარე წელს „ტექნო ბუმის“ მეხუთე საიუბილეო წელია და ამასთან დაკავშირებით დაკავშირებით მთელი წლის მანძილზე მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქციას და სიურპრიზს შესთავაზებს. 2015 წლის ბოლოს კი, კომპანია წლის ყველაზე ლოიალურ მომხმარებლებს გამოავლენს. ვისაც ყველაზე მეტი შენაძენი ექნება ტექნო ბუმში, მათ განსაკუთრებული სიურპრიზები ელით. სააღდგომო ფასდაკლლებების ბუმი კი „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში: თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში დღეს დაიწყო მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)