|
2016-12-23 11:03:20, 823 ნახვა
საზოგადოება
ზაალ მიქელაძე „მაგნოლია 2016“-ის დაჯილდოებას დაესწრო
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ღონისძიებას დაესწრო, რაც რეგიონში საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტები გამოვლენას ითვალისწინებდა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გამარჯვებულ კომპანიებს სიმბოლურად სიგელები გადასცეს. ფორუმზე პირველი გამარჯვებული კომპანია, სასტუმრო ,,ჰილტონი", სიმბოლურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გამოავლინა. ,,ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბათუმი, აჭარა 12 თვის განმავლობაში მაქსიმალურად არის ჩართული სხვადასხვა სექტორის სხვადასხვა დარგში. ტურიზმის მიმართულებით დღეს დაჯილდოვდა არაერთი კომპანია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ტურიზმის დეპარტამენტს, ზოგადად სექტორს ჩართულობაში. რაც შეიძლება ბევრი ტურისტი უნდა შემოვიდეს რეგიონში. ჩვენ ვავითარებთ სპორტულ ტურიზმს, აგროტურიზმს, საზღვაო ტურიზმს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარება და განვითარებულ ტურიზმთან ერთად ჩვენ გვჭირდება განვითარებული სერვისი", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ტურიზმის ინდუსტრიის საუკეთესო სერვისის მქონე ობიექტების დაჯილდოება „მაგნოლია 2016“ წელს მეორედ ჩატარდა. ღონისძიების მიზანი რეგიონში ტურიზმის დარგის სტიმულირება და გაუმჯობესებაა. მაღალი სერვისის მქონე განთავსებისა და კვების ობიექტის, ტურისტული ატრაქცია/მუზეუმის, გიდის, ტურისტულ სააგენტოსა და ტურისტული მარშრუტის გამოვლენისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მომხმარებელთა კვლევასა და ტურიზმის სექტორის გამოკითხვებს ეყრდნობა. მომხმარებელთა შეფასებების მისაღებად დეპარტამენტმა სექტემბრიდან დაიწყო მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ონლაინ კვლევას, ასევე Trip Adviser-ზე, Booking.com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებების კვლევას ითვალისწინებს. ტურისტების გამოკითხვა 10 დეკემბრამდე მიმდინარეობდა როგორც ონლაინ რეჯიმში ასევე რეგიონში არსებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებსა და ტურისტულ ადგილებში. ამ ეტაპზე კვლევაში 1200-მდე ტურისტი და უბრალო მომხმარებელია ჩართული.
(NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)