|
2016-12-22 20:07:07, 2716 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში მოკლული რუსი დიპლომატი, ანდრეი კარლოვი მოსკოვში დაკრძალეს
თურქეთში მოკლული რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოსკოვის სასაფლაოზე დაკრძალეს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. მედიის ცნობით, დაკრძალვამდე ანდრეი კარლოვის ცხედარი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში დაასვენეს. სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და პერმიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მიიღეს, პატრიარქმა კირილემ კი მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა. დაკრძალვის ცერემონია სამხედრო პატივით გაიმართა. ცნობისთვის, 21 დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა მოკლულ დიპლომატს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა. შეგახსენებთ, რომ ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნის დროს მოკლეს. მას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე მოკლა. თურქეთმა და რუსეთმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს და მკვლელობის ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა თურქეთში 18-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)