|
2016-12-22 20:00:08, 3017 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი გარდაიცვალა
მოსკოვში 80 წლის ასაკში სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჯუღაშვილი საკუთარ სახლთან ახლოს ქუჩაში შეუძლოდ გახდა. გამვლელებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ცნობისთვის, ევგენი ჯუღაშვილი 1936 წელს დაიბადა. მისი მამა სტალინის უფროსი ვაჟი, იაკობ ჯუღაშვილი იყო. რუსული მედიის ინფორმაციით, ევგენი ჯუღაშვილი ბაბუას რუსეთის სასამართლოებში იცავდა, შეჰქონდა სარჩელები ჟურნალისტების, გამოცემებისა და მაღალჩინსონების წინააღმდეგ, რომლებიც სტალინს აკრიტიკებდნენ. ჯუღაშვილს შეტანილი აქვს სასამართლოში სარჩელი სახელმწიფო დუმისა და ფედერალური საარქივო სააგენტოს წინააღმდეგ, თუმცა სასამართლომ სარჩელი არ განიხილა. 2010 წელს მან პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისადმი მიმართვისას, კატინის ტრაგედიაზე პოზიციის გამო ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა. 1990-იან წლებში ევგენი ჯუღაშვილი პოლიტიკური საქმიანობაში მონაწილეობდა და კომუნისტურ პარტიას წარმოადგენდა. 2001 წლიდან პარტია “სახალხო-პატრიოტულ კავშირს” ხელმძღვანელობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)