|
2016-12-22 13:05:40, 2892 ნახვა
ეკონომიკა მსოფლიო
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარს გამყარების ტენდენცია აქვს
Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარების ტენდენციით ხასიათდება და მისი შეძენა 2.7750 არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემის ვებ გვერდზეა ასახული. გამოცემის ინფორმაციით დღიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება : 2.7750 - 2.8175 ცნობისთვის, Bloomberg-ზე ვაჭრობა დღეს, 1 დოლარი 2.8150 კურსით დაიწყო და 1,4%-იანი გამყარება ფიქსირდება. ამასთან, თბილისის დროით 13:00 საათზე 1 დოლარის შეძენა Bloomberg-ზე 2.7750 ლარად არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ გუშინ 1 აშშ დოლარის შეძენა Bloomberg-ზე 2.8150 კურსით იყო შესაძლებელი და ამავე კურსით დასრულდა. Bloomberg-ის სისტემაში შეთავაზებების ფასის მიხედვით, 1 დეკემბრიდან ლარი დოლარის მიმართ 8.8% არის გაუფასურებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)