|
2016-12-22 12:36:06, 2627 ნახვა
მსოფლიო
გაერო-ში სპეციალური ორგანო შეიქმნება, რომელიც სირიაში სამხედრო დანაშაულებს გამოიძიებს
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალური ორგანოს შექმნას, რომელიც სირიის კონფლიქტის დროს სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებზე მტკიცებულებებს შეაგროვებს, მხარი დაუჭირა. არსებული ინფორმაციით, ახალ ორგანოს ინფორმაციის მოპოვება, გაანალიზება და შემდეგ მათი მტკიცებულებების სახით სასამართლოზე წარდგენა დაევალება. მედიის ცნობით, რეზოლუციას გენერალური ასამბლეის 105 წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. 15 კი წინააღმდეგ გამოვიდა, მათ შორის რუსეთი, სირია, ირანი, ჩინეთი, კუბა და ვენესუელა. 52-მა ქვეყანამ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ავტორები ლიხტენშტეინი და ყატარი იყვნენ. რეზოლუციის მიღების გამო უკმაყოფილება გაერო-ში სირიის მუდმივმა წარმომადგენელმა გამოთქვა. ბაშარ ჯაფარის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი გაერო-ს წევრი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაა. მისივე თქმით, ის კონფლიქტის მოგვარებას საფრთხეს უქმნის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)