|
2016-12-21 17:10:30, 1231 ნახვა
საზოგადოება
ქართულ ღვინოზე დაწერილი წიგნი საუკეთესოდ აღიარეს
ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერლის, ელის ფეირინგის ქართული ღვინის კულტურაზე დაწერილმა წიგნმა „ღვინის სიყვარულისთვის: მოგზაურობა მსოფლიოს უძველეს ღვინის კულტურაში“ გურმანების სამზარეულო წიგნების მსოფლიო დაჯილდოების ნომინაციაში - „ღვინოზე დაწერილი წლის საუკეთესო წიგნი“ - გაიმარჯვა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნონეს. უწყების ინფორმაციით, ელის ფეირინგის (Alice Feiring ) წიგნის (For The Love of Wine: My Odyssey through the World’s Most Ancient Wine Culture’) პრეზენტაცია ნიუ-იორკში მიმდინარე წლის ნოემბერში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა RAW New York-ის ფარგლებში გაიმართა და ღვინის პროფესიონალების დიდი ინტერესი დაიმსახურა. „ქართული ღვინის დიდი ისტორია შესანიშნავადაა გადმოცემული მისი ღირებულებების ღრმა შეფასებით, გამოწვევებითა და ღვინის კულტურის მნიშვნელობით. ყველა, ვისაც ღვინის მიმართ ინტერესი აქვს, შეიყვარებს ამ წიგნს“ - აღნიშნა გურმანების სამზარეულო წიგნების მსოფლიო დაჯილდოების ჟიურის თავმჯდომარემ, ედუარდ ქონთრიუმ. აღნიშნული ღონისძიება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ტარდება. ცნობისთვის, ფრაგმენტები ფეოირინგის წიგნიდან 2016 წლის ზაფხულში ჟურნალ New York Times-ში გამოქვეყნდა. ავტორი თავის გამოცემაში აღნიშნავს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და მაღალი ხარისხის “ქარვისფერი” ღვინის შემქმნელი, რომელიც დამსახურებულად ამაყობს 8 ათასწლიანი რთველის ისტორიით. „ქართულ ღვინოში დიდი სულიერებაა, მე ვფიქრობ ღვინო ქართველების სიამაყეა, ქართველებს დიდი რწმენა აქვთ, უფლის რწმენა, ყურძნის რწმენა, ღვინის რწმენა და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ქართული ღვინო ქართული სულის გამოძახილია” - მიიჩნევს ავტორი, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს მიმდინარე წლის გაზაფხულზე სტუმრობდა. (NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)