|
2016-12-21 14:34:44, 1900 ნახვა
სამართალი კომენტარი
კილაძე ჟურნალისტის სავარაუდო ცემის ფაქტზე: დამნაშავე კანონის უმკაცრესი წესით აგებს პასუხს
„ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს საქართველოში“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე „იბერიის“ ჟურნალისტის სავარაუდო ცემის ფაქტს. როგორც დეპუტატმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ჟურნალისტის ცემის ფაქტი დადასტურდება, დამნაშავე კანონის მკაცრი წესებით დაისჯება. „მინდა იმ უმნიშვნელოვანეს საკითხს გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში რასაც ჰქვია მედიის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება ჰქვია. ძალიან მაღალი სტანდარტი, რომელიც დაამკვიდრა ჩვენმა ხელისუფლებამ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს აქვთ ნამდვილად საშუალება თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და ამისთვის მათ პოლიტიკურად არავინ არ დაუწყებს დევნას, თუმცა ძალიან დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო ის მოვლენა, რომელიც უკავშირდება ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტსთან დაკავშირებულ მოვლენებს. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ნამდვილად, მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, თუმცა ვიტყვი, რომ თუ ნამდვილად დადასტურდა ის ფაქტი, რომელზეც ჟურნალისტი საუბრობს ნამდვილად დასაგმობი საკითხია. ყველაფერს გააკეთებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები არ განმეორდეს საქართველოში. მე პირადად ვესაუბრე ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვიცი მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული მათ მიმართ ვინც დაარღვევს კანონს, მათ შორის რა თქმა პოლიციაშიც. ადგილი არ ექნება ხელის დაფარებას განსხვავებით, მაგალითად 2012 წლამდე არსებული ვითარებისგან“,-განაცხადა კილაძემ. მისივე განცხადებით, 2012 წლიდან რეფორმების გატარების შემდეგ, ქვეყანამ პოლიტიზირებული პოლიციიდან დეპოლიტიზირებული პოლიცია მიიღო. „ 2012 წლიდან ჩვენ გავატარეთ დიდი რეფორმები შსს-ში და მთლიანად ძალოვან სტრუქტურებში. ამ რეფორმების შედეგად უკიდურესად პოლიტიზირებული პოლიციიდან მივიღეთ დეპოლიტიზირებული პოლიცია, თუმცა ამასთანავე უნდა ვთქვათ, რომ ერთეული შემთხვევები, რომელიც სავარაუდოდ მოხდა ჟურნალისტთან დაკავშირებით. განვახორციელებთ საპარლამენტო კონტროლს, რომ ყველაფერი მოხდეს კანონის სრული დაცვით და აუცილებლად პასუხი აგონ დამნაშავეებმა“,-დასძინა კილაძემ.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)