16:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 22:22:30, 1647 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქს შესაძლოა დაცვა მოუხსნან - „არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი სინოდზე დააყენონ“

არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი [პატრიარქისთვის დაცვის მოხსნა] სინოდზე დააყენონ, - ამის შესახებ საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, იოსებ ოხანშვილმა გადაცემა "არჩევანისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ის ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პატრიარქს შესაძლოა, დაცვა მოუხსნან. აღნიშნულ საკითხზე უახლოეს დღეებში სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ.

როგორც მან აღნიშნა, გარკვეული უთანხმოება ქორეპისკოპოსის თანაშემწესა და დაცვის წევრებს შორის იყო, მაგრამ ეს ინციდენტი სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო და არა ფიზიკური დაპირისპირება. მისი განცხადებით, მას არ ჰგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ, მისივე თქმით, აბსურდულია, "პატრიარქი დატოვონ დაცვის გარეშე".

„მე არ გამოვრიცხავ, რომ დააყენონ ეს საკითხი სინოდზე და მისი განხილვა მოხდეს. მაგრამ ამას ერთი მხარე ვერ გადაწყვეტს. ალბათ მეც დამიძახებენ. უშუალოდ პატრიარქთან მოხდება ამის გარკვევა და ის საერთო განხილვის თემა არ იქნება და სინოდი ვერ გადაწყვეტს. ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი. მე არ მგონია ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ, აბსურდულად მიმაჩნია, რომ პატრიარქი დატოვონ დაცვის გარეშე,“ - განაცხადა სოსო ოხანაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics