|
2016-12-20 17:22:22, 942 ნახვა
საზოგადოება
მაკა ჩიჩუა სირიის მოვლენების გამო ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვდა
პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი სირიაში დაზარალებული ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შესაძლებლობების ძიება იყო. მათივე ცნობით, შეხვედრას გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი, ორგანიზაცია „წითელი ჯვრის" პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, ორგანიზაცია შავე ტჰე ჩჰილდრენ -ის ხელმძღვანელი თამარ გოლუბიანი, UNICEF-ის ხელმძღვანელი საქართველოში ლაილა ომარ გრადი და გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი რენატე ვინტერი ესწრებოდნენ. მაკა ჩიჩუამ უშუალოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მოისმინა ინფორმაცია, რომელსაც ისინი სირიაში, კერძოდ, ქალაქ ალეპოში დაზარალებული ბავშვების შესახებ ფლობენ. პირველი ლედი იმ საშუალებებით დაინტერესდა, რომლითაც დაზარალებული ბავშვებისათვის დახმარების გაწევაა შესაძლებელი. მხარეებმა იმსჯელეს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს არსებულ ვითარებაში და რა სახის დახმარება შეიძლება გაეწიოთ დაზარალებულებს. „ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული და პოზიტიური შეხვედრა საქართველოს პირველ ლედისთან და მის გუნდთან, რათა გვემსჯელა სირიაში ბავშვების დახმარების საკითხზე; როგორც მოგეხსენებათ, ქალაქ ალეპოში და სირიის სხვა ადგილებში ადგილი აქვს ტრაგიკულ მოვლენებს და ეს კრიზისი ვრცელდება მთელ ევროპაზე, სადაც ამდენი ლტოლვილია. პირველი ლედი ეძებს გზებსა და შესაძლებლობებს, რომ სწორად მიმართოს ის ძალიან ძლიერი ემოცია, რომელიც ამასთან დაკავშირებით გვაქვს, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს და, რომ საქართველოს მოსახლეობას ასევე შეუძლია დახმარება. ჩვენ ვეძებთ სხვადასხვა გზას სირიაში მხარდაჭერისა და დახმარების მიწოდებისათვის. განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. მადლობელი ვართ საქართველოს პირველი ლედის ამ შეხვედრის შემოთავაზებისათვის, რადგან ეს რეალურად აჩვენებს ქართველი ხალხის სოლიდარობას და იმას, რომ მათ სურთ დახმარება და შეუძლიათ ამის გაკეთება,"- აღნიშნა გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)