16:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 14:59:25, 939 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს დევნილებისთვის ახალი სერვისი დაემატება

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს კიდევ ერთი სერვისი დაემატება.

კერძოდ, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, დევნილები საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის შესახებ განაცხადების გაკეთებას იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.

თბილისის იუსტიციის სახლში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი პატარიძემ, იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი უჯმაჯურიძემ, ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

პროექტი, რომელსაც დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს, წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილებზე გრანტების გაცემას გულისხმობს. აღნიშნული პორექტის ფარგლებში, დევნილები გრანტის მოსაპოვებლად განაცხადების წარდგენას იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ, განცხადებები კი დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში გადაიგზავნება.

პროექტის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის ივნისამდე გაგრძელდება, გრანტები გაიცემა: მარტოხელა მშობლებზე, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე, 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებიც მართავენ ოჯახს - დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს, ასევე ხანდაზმულ პირებზე, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილებზე.

პროექტს, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აფინანსებს, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთად გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics