|
2016-12-20 14:40:26, 2270 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგამოძიებო ჯგუფი ანკარაში ჩავიდა
რუსეთის საგამოძიებო ჯგუფი ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით ანკარაში ჩავიდა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვზე დაყრდნობით იუწყება. ლავროვის თქმით, საგამოძიებო ჯგუფის ანკარაში გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილება რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების საუბრის შემდეგ მიიღეს. BBC-ის ცნობით, საგამოძიებო ჯგუფი 18 ადამიანისგან შედგება. როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთის მხარე ელჩის გადმოსვენების პროცედურაზე უკვე მუშაობს. ამასთან, რუსეთმა ელჩის მკვლელობას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. გარდა ამისა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუს თქმით, ერთობლივი ძალებით დადგინდება ელჩის მკვლელობის ორგანიზატორების ვინაობა და ყველა მკაცრად დაისჯება. შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნისას ყოფილმა პოლიციელმა, 22 წლის ახალგაზრდამ მევლუთ მერტ ალტინტასმა რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი რამდენიმე გასროლით მოკლა. ვიდეოჩანაწერში ისმის, როგორ ყვიროდა თავდამსხმელი "ალაჰუ აკბარ! არ დაგავიწყდეთ ალეპო! არ დაგავიწყდეთ სირია!"
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)