|
2016-12-20 14:06:34, 997 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს ვლადიმერ მაკეის შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ბელარუსს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. მათივე ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობა. გიორგი მარგველაშვილმა ვლადიმერ მაკეის საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნა მიულოცა და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისათვის, ადგილზე დიპლომატიური წარმომადგენლობის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს ბელარუსის რესპუბლიკაში, რომელიც მომავალ წელს იგეგმება. მხარეებმა რეგიონში შექმნილი ვითარებაც განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსიის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო. თავის მხრივ, ვლადიმერ მაკეიმ ქვეყნის პირველ პირს ბელარუსის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტისა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)