|
2016-12-20 13:44:07, 2001 ნახვა
მსოფლიო
ანკარაში ერთ-ერთ ქუჩას მოკლული ელჩის სახელი დაერქმევა
ანკარაში, ქუჩას, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, გარდაცვლილი დიპლომატის, ანდრეი კარლოვის სახელი დაერქმევა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ მიიღეს. "გადავწყვიტეთ, ანდრეი კარლოვის ხსოვნის საპატივსაცემოდ, ქუჩას, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, მისი სახელი დაერქვას", - აღნიშნა მან. როგორც ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რუსეთი და თურქეთი არავის მისცემს უფლებას, რომ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობები დაზიანდეს და ელჩის მკვლელობაში ყველა ბრალდებული შესაბამისად იქნება დასჯილი. მედიის ცნობით, რუსეთის სალჩოსთან ბევრი ადამიანი იკრიბება და დიპლომატის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მოძრაობა მთლიანად შეფერხებულია. შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნისას ყოფილმა პოლიციელმა, 22 წლის ახალგაზრდამ მევლუთ მერტ ალტინტასმა რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი რამდენიმე გასროლით მოკლა. ვიდეოჩანაწერში ისმის, როგორ ყვიროდა თავდამსხმელი "ალაჰუ აკბარ! არ დაგავიწყდეთ ალეპო! არ დაგავიწყდეთ სირია!"
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)