|
2016-12-20 13:26:27, 2463 ნახვა
მსოფლიო
„ნუ გვეთამაშებით“ - სროლა ანკარაში აშშ-ის საელჩოსთან
ანკარაში აშშ-ის საელჩოსთან, რუსეთის ელჩის ანდრეი კრილოვის მკვლელობიდან რამდენიმე საათში სროლა მოხდა, - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სროლის დროს არავინ დაშავებულა. როგორც თურქული მედია იტყობინება, მომხდარი სროლის შემდეგ თურქეთში ამერიკული დიპლომატიური მისიები დაიხურა. 20 დეკემბერს უსაფრთხოების მიზნით ანკარაში მდებარე საელჩო, ასევე საკონსულოები სტამბოლსა და ადანაში არ იმუშავებს. ანკარაში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა თურქეთში მყოფ ამერიკელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამასთან, BBC-ის ცნობით, გვაინ ღამით სამართალდამცველებმა საელჩოსთან სროლაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს. სამართალდამცველების თქმით, მამაკაცმა ჰაერში 8-9 ჯერ გაისროლა, რის შემდეგაც ის დააკავეს. ინციდენტის დროს მამაკაცი ყვიროდა “ნუ გვეთამაშებით”.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)