|
2016-12-20 13:01:36, 2436 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ირკუტსკის ოლქში პარფიუმერული კონცენტრატით მოწამლვის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა
რუსეთის ირკუტსკის ოლქში ბოლო 2 დღის განმავლობაში პარფიუმერული კონცენტრატით მოწამლვის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ოლქის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ირკუტსკში სპირტის შემცველი არასაკვები პროდუქციის გაყიდვა აიკრძალა. აკრძავა მაღაზიების შემოწმების დასრულებამდე იმოქმედებს. როგორც სააგენტო წერს, მოწამლულებმა პარფიუმერული კონცენტრატი სახელწოდებით “ბოიარიშნიკი” დალიეს. სითხის შემადგენლობაში მეთილის სპირტი აღმოჩნდა. BBC-ის ცნობით, მოწამლვის შედეგად 54 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საავადმყოფოშია გადაყვანილი 28 ადამიანი, 13 მათგანიდან მძიმე მდგომარეობაშია. ირკუტსკის ოლქის გუბენატორის განცხადებით, პოლიციამ რეგიონში სპირტის შემცველი პროდუქციის მწარმოებელი 2 არალეგალური საწარმო აღმოაჩინა. ერთ-ერთ მათგანში “ბოიარიშნიკის” ბოთლები და ტექნიკური სპირტის ავზები აღმოაჩინეს. დაკავებულია შვიდი ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)