23:05 - 21 May, 2026
|
2016-12-20 12:51:49, 1662 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: იმედი მაქვს, მაქსიმუმ გაზაფხულზე, ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შეძლებენ მიმოსვლას
„იმედი მაქვს, რომ უკვე წლის დასაწყისში, მაქსიმუმ ადრეულ გაზაფხულზე, ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირისა და შენგენის ზონაში უვიზოდ შეძლებენ მიმოსვლას, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დოლიძის თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესი სწორად და კარგად მიმდინარეობს. „უვიზო მიმოსვლის პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ვფიქრობ, რომ ძალიან მალე მიიღება. პროცესი ძალიან სწორად და კარგად მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ უკვე წლის დასაწყისში, მაქსიმუმ ადრეულ გაზაფხულზე, ჩვენი თანამოქალაქეები ევროკავშირისა და შენგენის ზონაში უვიზოდ შეძლებენ გადაადგილებას“, - აღნიშნა დოლიძემ.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)