|
2016-12-19 16:56:05, 1343 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ზაალ მიქელაძე დაინიშნა
დღეიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ზაალ მიქელაძე უხელმძღვანელებს. აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭი ეყარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე. დეპუტატებმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. მინისტრები საკანონმდებლო ორგანოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ წარადგინა. ზაალ მიქელაძე პროფესიით ექიმია, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 1995-2011 წლებში მუშაობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში, პედიატრად, შემდეგ დირექტორის მოადგილედ სამედიცინო დარგში. 2007-2012 იყო სადაზღვევო კომპანია „იმედი-L“-ის სამედიცინო მენეჯერი, ხოლო 2012 წელს „ჩემი ოჯახის კლინიკა-ქობულეთის’’ სამედიცინო მენეჯერი. 2013 წლიდან დღემდე ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას აჭარაში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)