|
2016-12-19 15:03:56, 950 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც თბილისს ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომის ფარგლებში სტუმრობენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე და მომავალ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის როლსა და მის ფუნქციებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა პირველი ვიზიტი სწორედ ბრიუსელში გამართა, რაც ადასტურებს საქართველოს მთავრობის ერთგულებას ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი. ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი საკანონმდებლო პროცედურები შეუფერხებლად გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში წარმატებით დასრულდება. ევროპარლამენტარების მხრიდან აღინიშნა საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის ლიდერის, როლი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მხრივ, მათ შორის– გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის კუთხით. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ევროპარლამენტის წევრებს მადლობა მხარდაჭერი რეზოლუციებისთვის და იმ თანამშრომლობისთვის, რასაც ევროპარლამენტი საქართველოს მიმართ იჩენს. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად. ევროპარლამენტის დელეგაციას ბრიტანელი კონსერვატორი, საჯად კარიმი ხელმძღვანელობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)