|
2016-12-19 14:09:28, 982 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძემ ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების შესახებ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დისკუსიაში "ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვებები და სახელმწიფო რეაგირების პოლიტიკა" მონაწილეობა მიიღო, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. „არაერთი ანგარიშით, მოხსენებით, კვლევით დადგინდა, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების სისტემურ და ფართომასშტაბიან დარღვევებს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს ოფიციალურად აღიარებული დაახლოებით 200 პოლიტპატიმარი. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ნათელი მოჰფინოს იმ სისტემურ დანაშაულებებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა. ნათელი უნდა მოჰფინოს ეფექტური გამოძიებებით და ყველა კითხვას გასცეს პასუხი, მაგრამ ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს იმ დაზარალებულებს, მსხვერპლს, რომლებმაც საკუთარ თავზე გადაიტანეს ის მძიმე დარღვევები. იქნება ეს კომპენსაციები, ჯანდაცვის პაკეტები, თუ სპეციალური პროგრამები", - განუცხადა ანა დოლიძემ ჟურნალიტებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)