|
2016-12-19 13:57:20, 1063 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნასთან დაკავშირებით, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს კოლეგა მინისტრის - დანიელ მიტოვის მისალოცი წერილი გადასცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. როგორც ცნობილია 2017-2019 წლებში საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო შეასრულებს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციას, შესაბამისად მხარეებმა მიმოიხილეს ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბულგარეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მზარდ პოტენციალს, განსაკუთრებით აღინიშნა ორივე ქვეყნის მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლი და მათი ჩართულობა აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში. შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)