15:47 - 28 May, 2026
|
2016-12-17 14:31:50, 1143 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვებ, გაზრდილიყვნენ სითბოში და ჰქონოდეთ ბედნიერი ბავშვობა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლის დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. პრემიერმა მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებს, ბარბარობის დღესასწაული მიულოცა და მათ ბედნიერი ბავშვობა უსურვა. "დღეს არის ძალიან დიდი დღესასწაული. მახათას მთაზე შენდება უმშვენიერესი ტაძარი, რომლის ზარი დღეს პირველად დაირეკა. მინდა, ყველას მივულოცო ბარბარობა. წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი. მინდა, საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო ის, რასაც ბავშვობა ჰქვია, ვუსურვო, სითბოში გაზრდილიყვნენ და ჰქონოდეთ ბედნიერი ბავშვობა", - განაცხადა პრემიერმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)