|
2016-12-17 11:49:42, 2238 ნახვა
მსოფლიო
BBC - დონალდ ტრამპის კომპანიამ შესაძლოა, ბათუმში „ტრამპ თაუერის” მშენებლობის ლიცენზია გააუქმოს
ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომპანია რამდენიმე დეველოპერულ პროექტში მონაწიელობას აღარ მიიღებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, Trump Organisation-მა ლიცენზირებული შეთანხმება სასტუმროების მშენებლობებთან დაკავშირებით, აზერბაიჯანიდან უკვე გამოითხოვა და იგივეს საქართველოში გეგმავს. ტრამპის ადვოკატ ალან გარტენის განცხადებით, დეველოპერებმა აღნიშნულ ქვეყნებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნები არ შეასრულეს. ამასთან, სააგენტო AP წერს, რომ ტრამპის ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა განპირობებული იყოს, საქმიანი ურთიერთობების შეწყვეტის სურვილით, რადგან მსგავსი ურთიერთობები მის როგორც პრეზიდენტის რეპუტაციისთვის დამაზიანებელი იქნება. ასე მაგალითად, Trump Organisation-ის პარტნიორი აზერბაიჯანში ანარ მამედოვი, ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის შვილი იყო, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ. მედიის ცნობით, მიმდინარე კვირაში Trump Organisation-მა 4 შვილობილი კომპანია დახურა და ასევე ბრაზილიაში ლიცენზირებული შეთანხმება გაწყვიტა. ბრაზილიაში, აზერბაიჯანში და საქართველოში Trump Organisation-ი საკურორტო ზონაში სასტუმროების აშენებას აპპირებდა, თუმცა არცერთ ქვეყანაში მშენებლობა დასრულებული ამ ეტაპზე არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)