|
2016-12-17 11:16:38, 1574 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილმა სერჟ სარქისიანთან საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის პროცესზე ისაუბრა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სომხეთის რესპუბლიკაში პირველი სამუშო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს და პოლიციის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ გასპარიანს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილმა სომეხ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და სომხეთის შს სამინისტროებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უკვე გააფორმეს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართველი და სომეხი პოლიციელების მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას. პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ იგი უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება. სომხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა და ვლადიმირ გასპარიანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)