|
2016-12-16 13:08:27, 2405 ნახვა
მსოფლიო
ალეპოდან ევაკუაციას 50 ათასამდე ადამიანი ელოდება
ალეპოდან აჯანყებულებისა და მშვიდობიანი მცხოვრებლების ევაკუაცია გრძელდება, - ამის შესახებ BBC "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტზე" დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ დარღვეულა. გაერო-ს შეფასებით, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან გაყვანას დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ელოდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ევაკუაციის პირველი დღის განმავლობაში, ალეპოდან ცხრა ავტოკოლონით 6462 ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის 3000 მებრძოლი და 40-მდე დაჭრილი. ცნობისთვის, ვიდეომიმართვაში სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ალეპოდან ამბოხებულების განდევნას ისტორიული მოვლენა უწოდა. ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილს ამბოხებულები 4 წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს რაიონები სამთავრობო ძალებს ალყაში ჰქონდათ მოქცეული. ბოლო რამდენიმე კვირაა ბაშარ ასადის ჯარი რუსული ავიაციის მხარდაჭერით ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე ინტენსიურ შეტევას ახორციელებდა, რომლის დროსაც, უფლებადამცველების ინფორმაციით, ასობით მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა, მათ შორის, ათობით ბავშვი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)