|
2016-12-16 12:36:02, 762 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბიზნესფორუმში ,,დამზადებულია საქართველოში“ მონაწილეობდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი Business Georgia-ს ორგანიზებითა და სატელევიზიო გადაცემა ,,ბიზნესკონტაქტის“ მხარდაჭერით გამართულ ბიზნესფორუმს „დამზადებულია საქართველოში“ დაესწრნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნოლოგიურ პარკში გამართულ ფორუმზე განიხილეს ის გამოწვევები, რაც ადგილობრივი მწარმოებლების საქმიანობას ახლავს და ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ბიზნესისათვის. მათივე ინფორმაციით, ბიზნესფორუმის მონაწილეებმა ქვეყანაში ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ადგილობრივი ბიზნესის როლის მნიშვნელობაზე და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის საკითხებზე ისაუბრეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ბიზნესფორუმის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების შემდეგ, ქართული პროდუქციისთვის მსოფლიოს უდიდესი ბაზარი - ევროკავშირის 500 მლნ-იანი ბაზარი გაიხსნა. გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები მიმართულია წარმოების ერთიანი ჯაჭვის შექმნის უზრუნველყოფისთვის. ბიზნესფორუმზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა ქართული ღვინის მოხმარებისა და საექსპორტო ბაზრების გეოგრაფიის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 40%-ით აღემატება, რაც ბაზრების დივერსიფიკაციისა და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული აქტიობების ხარჯზეა მიღწეული. ექსპორტის ზრდა ფიქსირდება როგორც ტრადიციულ, ისე ე.წ. ახალ ბაზრებზე - ჩინეთში, აშშ-ში, პოლონეთში, ბალტიისპირეთში და ევროკავშირის ქვეყნებში. გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ქართული ღვინის საერთაშორისო იმიჯისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლება საქართველოს შიდა ბაზარზე. პრეზენტაციაში ყურადღება გამახვილდა იმ ძირითად გზავნილებზე, რომლითაც ქართული ღვინო საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებზე წარსდგება და რაც მას, როგორც ქართულ პროდუქტს, გამოარჩევს სხვა ტრადიციული ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ღვინოებისგან. ბიზნესფორუმზე დისკუსიები გაიმართა ისეთ თემებზე, როგორიცაა: ქართული პროდუქცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, ქვეყნის პოტენციალი წარმოების სფეროების მიხედვით, სავაჭრო ურთიერთობები, სერვისებისა და პროდუქტების წარმოება საქართველოში, ხელის შემშლელი ფაქტორები მწარმოებლებისათვის, მთავრობის ინიციატივები ბიზნესის მხარდასაჭერად, ფინანსური რესურსები, საბანკო სექტორის როლი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სტიმულირების პროგრამები. ღონისძიებას სამთავრობო უწყებების, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მეწარმეები, ინვესტორები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)