|
2016-12-15 17:06:41, 1151 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ კახიძე: მთავრობა მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ოთო კახიძის განცხადებით, მთავრობა იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობისთვის პრობლემების შემსუბუქებით იყოს დაკავებული, მათ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. როგორც კახიძემ აღნიშნა, ლარის გაუფასურება და ეკონომიკური ზრდის შემცირებას თავისის მიზეზები აქვს. „ჩვენი მოქალაქეები, რომელთა წინაშეც ანგარიშვალდებულები ვართ, შეშფოთებულები არიან, რადგან ეკონომიკური ზრდის შემცირებამ გააუარესა თითოეული მათგანის მდგომარეობა. ეს გამოიხარტება შემდეგში - ლარის გაუფასურებამ პროდუქტზე ფასების ზრდა გამოიწვია, კატასტროფულად გაძვირდა მედიკამენტები. მდგომარეობა, რომელიც ახლა გვაქვს ძალიან სავალალოა, რადგან ნაცვლად იმისა, რომ ამ გამოსავალს ვეძებდეთ, მთავრობა ინიციატივით გამოდის, რომლითაც დამატებით აძვირებს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს. ლარის გაუფასურება და ეკონომიკური ზრდის შემცირებას თავისის მიზეზები აქვს. მაგალითად - 2013 წლის დასაწყისში ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ საქართველოს მოწინავე ადგილები საერთაშორისო რეიტინგებში სიცრუეა. ეს უთხრა ინვესტორებს, რითაც ისინი დააფრთხო, არათუ მოიზიდა. საქართველოს იუსიტიციის სამინისტრომ კი შემიმუშავა და ხელისუფლებამ დაამტკიცა ისეთი რეგულაციები, რომლებმაც უვიზო მიმოსვლას, ეკონომიკურ განვითარებას დაარტყა“, - განაცხადა კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)