|
2016-12-15 15:19:31, 1033 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია კობახიძეს: მორჩით პრეზიდენტთან კინკლაობას და ნამდვილად აღარ ვიხმარ ამ სიტყვას არასდროს
ამ დარბაზშიც არაერთი ადამიანია, რომელიც ძალიან მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს იმ წამიდან დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ მას პრეზიდენტი აღარ მოსწონს, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, პოლიტიკური პროცესი ერთამენთის ჯინაზე გადაწყვეტილებების მიღებად იქცა. "ვიცი "ქართული ოცნების" თვისება, რომ რეალობას სხვა სახელს, არქმევენ ან ემალებიან ჰგონიათ, რომ ის რეალობა იცვლება. იტყვით მაგალითად, რომ ეკონომიკურად ყველაფერი კარგად არის და გგონიათ, რომ ასეც არის. პრეტენზია, რომ გაქვთ, იმაზე ჩვენ რამე სიტყვა არ ვიხმაროთ, პრობლემა იმაში კი არ არის ჩვენ რა სიტყვას ვიხმართ, პრობლემა იმაშია, თუ რა ურთიერთობა ჩამოყალიბდა თქვენსა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის. არც ჩვენი და არც საზოგადოების საქმე არ არის აქ მტყუან-მართალი ვარკვიოთ. ამიტომ თქვენდამი ჩემი თხოვნა იქნება, მორჩით კინკლაობას და ნამდვილად აღარ ვიხმარ ამ სიტყვას არასდროს", - მიმართა ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)