21:10 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 10:50:15, 2157 ნახვა

ეკონომიკა
ფრანსუა პეჰშო: სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ნებისმიერ ღონისძიებას, რაც წაახალისებს კერძო ინვესტიციებს

მთავრობას სჯერა, რომ მოგების გადასახადის დაბეგვრის მოდელის ცვლილება წაახალისებს კერძო ინვესტიციებს და მხარს დაუჭერს ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეჰშომ გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუს დროს.

მისი თქმით,  სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ნებისმიერ ღონისძიებას, რაც წაახალისებს კერძო ინვესტიციებს.

„თუმცა ჩვენს შეშფოთებას, ძირითადად, განაპირობებდა ამ რეფორმის შედეგად ბიუჯეტში შემოსავლების კლება, რაც, დაახლოებით, 500 მილიონი ლარის ფარგლებში იყო მოსალოდნელი. ჩვენ მთავრობას ვურჩიეთ, კერძო ინვესტიციები წაეხალისებინა ბიზნეს კლიმატის და საკუთრების უფლების დაცვით, რასაც ხელს შეუწყობდა მიწის რეგისტრაციის რეფორმა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და განათლების, კერძოდ კი პროფესიული განათლების ხელშეწყობა", - აღნიშნა ფრანსუა პეჰშომ. 

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics