|
2016-12-15 09:53:07, 974 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ჯანსაღი თვალით შეხედონ
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების პროცესს იწყებს. კვირიკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ჯანსაღი თვალით შეხედონ: „ ეს პროცესი მარტივცი არ იქნება, მაგრამ იქნება გზა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას გააჯანსაღებს, საქართველოს ჩააყენებს განვითარებული აღმოსავლეთ-ევროპული ქვეყნების რიგში და საქართველოს მოსახლეობას აღარ ექნება პრობლემები, რაზეც დღეს ვსაუბრობთ. ყველა ნაბიჯი, რმოელსაც ვდგამთ აქეთკენაა მიმართული. ჩვენ გვაქვს ამ პროცესზე სრული პასუხისმგებლობა და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, რომ ამ პროცესს შეხედოს ჯანსაღი თვალით. იცოდეს, რომ სახელმწიფო დგამს იმ ნაბიჯებს და ჩვენ ვაკეთებთ 10%-იან ოპტიმიზაციას. რა თქმა უნდა, ის, რაც გვესმის, რომ 30%-ით შეამცირეთ ხარჯებიო, მათემატიკურად ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა, რომელზეც არავითარ შემთხვევაში არ წავალთ! ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც ეს შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას და ასევე ვაკეთებთ საგადასახადო ლიბერალიზაციას იმ მიმართულებით, რომელიც ყველაზე მეტად აისახება ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე პოზიტიურად. ვაკეთებთ გადასახადების ზრდას იმ მიმართულებებზე, რომელსაც ყველაზე ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე. თითოეული ჩამონათვალიდან თითოეული ნაბიჯი აქეთკენაა მიმართული, რომ მოხდეს ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღება. ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაჯანსაღდეს, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოური ვალუტის რყევებზე და ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუყდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ და მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებას და ინფლაციას. ეს არის ყველაფერი ის, რა პროცესშიც ვიმყოფებით. ის არ იქნება მარტივი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს პროცესი არის ერთადერთი სწორი ამონახსნი იმ ამოცანისმ, რომელიც ჩვენს წინაშე დგას”,-აღნისნა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)