|
2016-12-15 07:59:40, 1180 ნახვა
პოლიტიკა
ავრამოპულოსი: ვიმედოვნებ, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა რეალობად იქცევა გაზაფხულის დასაწყისში
მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ტრიალოგი წარმატებით დასრულდა და ველოდები იგივე შედეგს უკრაინისთვის, - ამის შესახებ მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა. როგორც ავრამოპულოსმა აღნიშნა, საქართველომ ყველა წინაპირობა შეასრულა. "ამ ორმა ქვეყანამ განახორციელა რეფორმების სერია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად და ახლა ჩვენი დროა, რომ დანაპირები შევასრულოთ და მათ მოქალქეებს ევროპაში უვიზო მიმოსვლა მივანიჭოთ. ჩვენს საერთო პრიორიტეტს ახლა წარმოადგენს როგორც შეჩერების მექანიზმის ამოქმედების, ისე საქართველოს და უკრიანის ვიზალიბერალიზაციის ინიციატივების მიღების პროცედურების დაჩქარება",-აღნიშნა ავრამოპულოსმა. მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო რეჟიმის სწორი გამოყენება ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. "ჩვენ უნდა შევასრულოთ პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებები. საქართველოსა და უკრაინასთა უვიზო რეჟიმის სწორი გამოყენება ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება, ეს გააძლიერებს კულტურულ და ეკონომკურ კავშირებს, გააქტიურებს მობილობას ამ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრებს შორის. ეს არის მნიშვნელოვანი და სიმბოლური მიღწევა, რომელიც ერებს დაახალოებს. ვიმედოვნებ, რომ ის რეალობად იქცევა გაზაფხულის დასაწყისში, შეჩერების მექანიზმის წყალობით, რომელსაც ახლა განვიხილავთ",-აღნიშნა ავრამოპულოსმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)