|
2016-12-14 20:09:31, 1225 ნახვა
პოლიტიკა
ჯონ მაკკეინი: გულახდილად გეტყვით, არასოდეს მივიღებდი ჯილდოს ვლადიმერ პუტინისგან
გულახდილად გეტყვით, არასოდეს მივიღებდი ჯილდოს ვლადიმერ პუტინისგან, ვინაიდან ამით ამ ყასაბს, "კა-გე-ბე"-ს აგენტს სანდოობით აღვჭურავთ, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა. როგორც სენატორმა აღნიშნა, სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი რექს ტილერსონისგან განსხვავებით, ის არასოდეს მიიღებდა რუსეთის პრეზიდენტისგან ვლადიმერ პუტინისგან ჯილდოს. მაკკეინის მტკიცებით, ტილერსონი უკრაინაში მომხდარი მოვლენების შემდეგ, შეეწინააღმდეგა რუსეთზე დაწესებულ სანქციებს. „მე გამაჩნია ლეგიტიმური შეშფოთება ტილერსონთან დაკავშირებით. უკრაინაში მომხდარი მოვლენების შემდეგ ის შეეწინააღმდეგა რუსეთზე დაწესებულ სანქციებს. მას ძალიან ახლო ურთიერთობა გააჩნია ვლადიმერ პუტინთან. სხვათაშორის, ის ვლადიმერ პუტინმა დააჯილდოვა. ეს ძალიან მაშფოთებს“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა. მისივე განცხადებით, ზნეობასთან დაკავშირებულ კითხვებს იწვევს, როდესაც რუსეთისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოდიხარ მას შემდეგ, რაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა. „სიმართლე გითხრათ, სანქციების წინააღმდეგ გამოდიოდე მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა და მას ყირიმი წაართვა, ჩემში ეს იწვევს ზნეობასთან დაკავშირებულ კითხვებს“, - დასძინა ჯონ მაკკეინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)