|
2016-12-14 18:03:44, 762 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, ლევან იზორიამ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტომას პერნიკს უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები იყო. ლევან იზორიამ ჩეხ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერა და ჩეხი ექსპერტის მოვლინების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. „გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები. ჩეხეთი ძალიან აქტიურობს თავდაცვის სფეროში, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით. მომავალ წელს ველოდებით მნიშვნელოვან ვიზიტს, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის ვიზიტი განხორციელდება. სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში, მომავალში ჩვენ დავგეგმავთ ჩვენი თანამშრომლობის უფრო მაღალ ხარისხში აყვანის საკითხებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. საუბარი შეეხო ასევე, ორ ქვეყანას შორის სამხედრო მრეწველობის სფეროში არსებულ ურთიერთობასა და 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას, რომელზე მუშაობაც მიმდინარეობს. შეხვედრაზე ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი შტეფან გრივალსკი და ელჩის მოადგილე ჯირი პრეკლიკი იმყოფებოდნენ. (NS)
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)