|
2016-12-14 14:02:02, 1041 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე აბესაძეს პასუხობს: თქვენ დროს ამოიღეს სს საპროცესო კოდექსიდან დაზარალებული, როგორც მხარე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, დღემდე გივი თარგამაძეს მანქანის აფეთქების საქმის მასალები არ გააცნეს. მდინარაძის თქმით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ამოიღეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან დაზარალებული, როგორც მხარე და პროკურატურას შეუძლია მასალები არ გააცნოს. „რაც შეეხება გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას, თქვენ დროს ამოიღეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან დაზარალებული, როგორც მხარე და თქვენ მოიკითხეთ, რატომ არ აცნობენ საქმის მასალებს. შეუძლიათ არ გააცნონ და თუ გააცნობენ ეს იქნება მხოლოდ კეთილი ნება პროკურატურის.საპროცესო უფლება შესაბამის დაზარალებულს არ გააჩნია, 2-3 წლის წინ რაღაც უფლებები დაემატა, რომ შედარებით გამოსწორებულიყო სიტუაცია. რაც შეეხება ხმების ყიდვას, დაშინებას და შანტაჟსა, ეს თქვენი ხელწერაა“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მდინარაძე სასწავლო წიგნების თემასაც გამოეხმაურა: „ მახსოვს ბაქარაშვილი-ცეცხლაძის საქმე, სადაც თქვენ წიგნების დამატებით გამომშვები ადამიანები ციხეში გამოამწყვდიეთ, რომ ამაზე მონოპოლიზაცია მიღწეულიყო.რაც შეეხება დღეს არსებულ რეალობას, 80 მილიონამდე დაიზოგა საქართველოში მოსწავლეების ოჯახის წევრებისაგნ და რაც შეეხება შინაარს, შინაარსი დამტკიცებული იყო და ამ შინაარსით დაიბეჭდა“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)