|
2016-12-14 13:53:37, 1203 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა, ეს ჩვენი ძლიერი მხარეა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა. მდინარაძის თქმით, ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა, „ქართული ოცნების“ ძლიერი მხარეა. ასევე მდინარაძისთვის გაუგებარია კრიტიკა ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით: „ორნახევარჯერ არის საქართველოში გაზრდილი ავტობანის მშენებლობის ტემპი 2012 შემდეგ და ამაზე საუბარი ცოტა უხერხულია. ნამდვილად არვიცი, რა სჭირს რიკოთის გზას, რადგან ჩვენც იმ გზაზე დავდივართ და დაგეგმილ პროექტებზე თქვენ ინფორმაცია გაქვთ. ჩვენი ოპონენტებისგან საკუთრების უფლებაზე საუბარი ცოტა უხერხულია, ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა, ეს ჩვენი ძლიერი მხარეა, ამას ყველა აღიარებს, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. როდესაც ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ვერ ავუვლით გვერდს ვერც ერთ შემთხვევაში ჩვენი მეგობრების და მათ შორის აშშ-ს ელჩის, ასევე მსოფლიო ბანკის პოზიციას.მათი შეფასებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გეგმა დადებითი შეფასებისაა და მათ აქვთ იმედი, რომ ეს განვითარების ახალ ეტაპზე გაიყვანს ჩვენს ქვეყანას",-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)