|
2016-12-14 13:25:12, 1100 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი აბესაძის განცხადებით, გივი თარგამაძის აფეთქების საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ირაკლი აბესაძის განცხადებით, გივი თარგამაძის აფეთქების საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული.აბესაძემ კოლეგებს სთხოვა, საქართველოს პროკურატურას არ მისცენ უფლება, დეპუტატის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული „მიჩქამალოს“: "მინდა განცხადება გავაკეთო, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების შესახებ, რომელზეც წინასაარჩევნოდ კომენტარები არ დაიშურა პროკურატურამ და მმართველმა გუნდმა. გაკეთდდა განცხადებები უკრაინული კვალის და კონკრეტული ბრალდებული პირების შესახებ, თუმცა არ თქმულა მოტივები და საქმე აღიძრა განზრახ მკვლელობის მიმართულებით, მაშინ როდესაც აშკარად შეინიშნებოდა ტერორიზმის ნიშნები და ამ ყველაფერზე არჩევნების შემდეგ ისმის მხოლოდ დუმილი. არ ცნო ადამიანი დაზარალებულად ნიშნავს არ მისცე მას უფლება გაეცნოს საქმის მასალებს და მიმდინარეობას, ჩართული იყოს თავისი ადვოკატი. დღემდე საქმის მასალები არც გივი თარგამაძეს და ბრადებული მხარის წარმომადგენელს არ გააცნეს და საქმე არის სრულიად ბურუსით მოცული. მინდა გთხოვოთ თქვენც, კოლეგებსაც, ნუ მივცემთ საქართველოს პროკურატურას უფლებას მიჩქმალოს დანაშაული ჩადენილი ჩვენი კოლეგის და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, რომელსაც მოქალაქეების ჯანმრთელობაც შეეწირა და მოვთხოვოთ შესაბამის ორგანოებს ეფექტური, სწორი გამოძიება და კითხვებზე პასუხის გაცემა. სხვა შემთხვევაში აქ ნათლად იკვეთება წინასაარჩევნო პოლიტიკური მიზნები რომელსაც ასევე აუცილებელია, რომ პასუხები გაეცეს",-აღნიშნა აბესაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)