|
2016-12-13 18:18:36, 1359 ნახვა
პოლიტიკა
ქუთაისში მოქალაქეები ავტომობილებზე, საწვავსა და სხვა ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაძვირებას გააპროტესტებენ
ხვალ, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ავტომოყვარულები, ავტომობილების იმპორტიორები, დილერები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქები ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები ავტომობილებზე, საწვავსა და სხვა ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაძვირებას გაპროტესტებენ. მათი თქმით, აღნიშნული საგადასახადო ცვლილებები, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობების ფონზე, დამატებით პრობლემებს შეუქმნის საქართველოს მოსახლეობას, გაძვირდება საწვავი, საავტომობილო ზეთები, ავტომობილები, სატრანსპორტო მომსახურება და მგზავრობა, რაც გამოიწვევს ყველა სახეობის პროდუქტის გაძვირებას და ხელს შეუწყობს მოსახლეობის უფრო მეტად გაღარიბებას. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, თბილისის და რუსთავის მონაწილეები 14 დეკემბერს, 10:00 საათზე შეიკრიბებიან დიღმის ხეივანში მე-13 კილომეტრი (სუპერმარკეტ სმარტთან). რის შემდეგაც მსვლელობით გაემართებიან ქუთაისისკენ, მსვლელობას შემოუერთდება, გორის და ხაშურის მონაწილეები. აქციის მონაწილეები საპროტესტო პერფორმანსს მოაწყობენ და მოითხოვენ საქართველოს პარლამენტის წევრებმა მხარი არ დაუჭირონ საგადასახადო ცვლილებებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)