|
2016-12-13 15:18:38, 1555 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიშველაძე: კომისია უნდა იქმნებოდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსის და კონსულტაციების საფუძველზე, რაც არ შედგა
კომისია უნდა იქმნებოდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსის და კონსულტაციების საფუძველზე, რაც სამწუხაროდ, მიუხედავად პრეზიდენტის არაერთი შეთავაზებისა, არ შედგა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკოფერენციაზე განაცხადა. საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარის თქმასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიშველაძემ kიდევ ერთხელ განმარტა: „მინდა კიდევ ერთხელ უფრო დეტალურად განვმარტო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიასთან მიმართებაში. კონსტიტუცია ეს არის სახელმწიფოს უზენაესი კანონი და მთავარი დოკუმენტი, რომელშიც ცვლილებები უნდა განხორციელდეს ფართო ჩართულობის და კონსენსუსის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს ამ რთული და მეტად ფაქიზი პროცესის სანდოობას. პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ქართულ კონსტიტუციონალიზმს აქვს კონსტიტუციის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგების სამწუხარო ტრადიცია, რისი თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება, ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების ამუშავებაა. პრეზიდენტის აზრით, სწორედ ამ მექინიზმების მაქსიმალური გააქტიურება იძლევა საშუალებას, შეიქმნას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის მაღალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესს არ განსაზღვრავს არც ერთი კანონი. შესაბამისად კომისია უნდა იქმნებოდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსის და კონსულტაციების საფუძველზე, რაც სამწუხაროდ, მიუხედავად პრეზიდენტის არაერთი შეთავაზებისა, არ შედგა. რაც შეეხება საერთო სახალხო განხილვებს - საქართველოს კონსტიტუციაში კონსტიტუციის გადასინჯვის პორცედურას განსაზღვრავს 102 მუხლი, რომლის მეორე პუნქტი ამბობს: „კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის." ეს არის ერთადერთი აუცილებელი იურიდიული ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობას. სწორედ ამ პროცესის მაქსიმალურად გააქტიურებას და ამუშავებას შეუწყობს ხელს საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)