|
2016-12-12 21:05:25, 1415 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გახანგრძლივებას მიესალმება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის საბჭოს 12 დეკემბრის გადაწყვეტილებას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის 2018 წლის 14 დეკემბრამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი საქართველოში, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის ომის შემდეგ ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, ნდობის აღდგენასა და ვითარების ესკალაციის პრევენციაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეფექტიანი მუშაობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის ურყევ პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. ქართული მხარე მადლობას უცხადებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ისევე, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებისა და სამშვიდობო პროცესების მხარდაჭერისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა და მანდატის სრულფასოვნად განხორციელება", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)