02:34 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 19:16:52, 1352 ნახვა

პოლიტიკა
ჩოკორაია: საკონსტიტუციო კომისიის უმრავლესობას ინარჩუნებს ხელისუფლება და პროცესი შეიძლება ფორმალურ პროცესს დაემსგავსოს

ფაქტობრივად, საკონსტიტუციო კომისიის აბსოლუტურ უმრავლესობას ინარჩუნებს მოქმედი ხელისუფლება და პროცესი შეიძლება დაემსგავსოს ფორმალურ პროცესს, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა კოტე ჩოკორაიამ "კურიერის" ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კარგი იქნებოდა, თუ კომისიაში ფართო საზოგადოებრივი წარმომადგენლობა ყოფილიყო ჩართული და მასში პრეზიდენტის ჩართულობა ყოფილიყო მნიშვნელოვანი. 

„პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყევტილება გამომდინარეობს იქედან, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა შეიძლება იყოს ფორმალური“, - განაცხადა ჩოკორაიამ. 

მან აქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტსა და მოქმედ ხელისუფლებას შორის პოლიტიკური დაპირისპირება უკვე დიდი ხანია არსებობს და აღნიშნული მოვლენები ამის ერთგვარი გაგრძელებაა, რაც მისივე თქმით, სრულად დაუშვებელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics