|
2016-12-12 19:10:10, 1868 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი: ტურიზმში 30 მილიონის დახარჯვა უპასუხისმგებლობაა, დავაყენებთ კვირიკაშვილის პასუხიმგებლობის საკითხს
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს მთავრობის დღევანდელი შემადგენლობა, ეკონომიკური გუნდი და მათ მიერ წარდგენილი გეგმა "დამშვიდების" საფუძველს არ აძლევს. როგორც ინაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, 4 პუნქტიანია გეგმა რეალობას არის მოწყვეტილი. „4 პუნქტიანი თუ რაღაცა გეგმები რაც გაგვიზიარეს, არის აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილი“ - ამბობს ინაშვილი. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერისთვის გაუგებარია რატომ თვლის ხელისუფლება, რომ ფასები არ იზრდება, როდესაც რელურად ფასები მატულობს და ისინი ამას ვერ ამჩნევენ, ხოლო ბიუჯეტში 30 მილიონი ტურიზმისთვის არის გათვალისწინებული, იმის მაგივრად, რომ უსახლ-კარო ადამიანებისთვის სახლები აშენდეს. მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. „ჩვენ ამ ვითარებაში ფუფუნების საშუალება გვაქვს, რომ 30 მილიონი ტურიზმის განვითარებაში დავხარჯოთ? ეს უპასუხისმგებლობაა და ჩვენ ცხადია, ამ ვითარებაში დავაყენებთ მათ შორის კვირიკაშვილის პასუხიმგებლობის საკითხს“ - განაცხადა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)