|
2016-12-12 16:32:37, 1159 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მარტინა ქვიქთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ვიქტორ დოლიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები. სახელმწიფო მინისტრმა შვედეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხებზე და შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე. შვედეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა დახმარება გაუწიოს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორცილების პროცესში. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობას და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. შვედეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ორმხრივ ფორმატში სხვადსხვა მიმართულებით განვითარებისთვის თანამშრომლობის გაძლიერებას. ვიქტორ დოლიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შვედურ მხარეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)