|
2016-12-12 15:35:15, 1426 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2018 წლის 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა
ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2018 წლის 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საბჭომ 18 მილიონი ევროს ოდენობის რესურსი, 2016 წლის 15 დეკემბრიდან 2017 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის გამოყო. ევროკავშირის მისია საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აგვისტოს ომი ხელმოწერილი 6-პუნქტიანი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. მას შემდეგ, რაც მისიამ საქმიანობა დაიწყო, იგი ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. ცნობისთვის, მისიის წარმომადგენლობის ოფისი თბილისში მდებარეობს და 3 ქვეოფისი გორში, მცხეთაში და ზუგდიდში გააჩნია. მისიაში 200-მდე დამკვირვებელია ჩართული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)