|
2016-12-12 14:07:22, 1074 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) წარმომადგენელს ლაილა ომარ გადს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, კერძოდ, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და 2017-2020 წლებისთვის ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განხორციელების პროცესში გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებას ისეთ კონკრეტულ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ასევე, განიხილეს უახლოეს მომავალში ბავშვთა უფლებების საკითხებზე ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან შესახვედრად ევროპარლამენტში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შესაძლებლობა. ლაილა ომარ გადმა ვიქტორ დოლიძეს შესთავაზა ქ. ბრიუსელში გაეროს ბავშვთა ფონდის ადგილობრივ დირექტორთან შეხვედრა, რაც საშაულებას მისცემს მხარეებს განიხილონ საქართველოში სხვა დახმარების პროგრამების განხორციელების საკითხი. ამასთან, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან კონკრეტული წარმომადგენლის (focal person) გამოყოფაზე, რომელიც იმუშავებს როგორც ბავშთა ფონდის, ისე, გაეროს სხვა ოფისების წარმომადგენლებთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)