|
2016-12-12 13:42:43, 3232 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში, სტადიონთან განხროციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Anadolu ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 36 სამართალდამცველია, 8 კი მშვიდობიანი მოსახლე. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე პოლიცია იყო. მისივე თქმით, უკვე დაკავებულია 10 ეჭვმიტანილი. სულეიმან სოულის ინფორმაციით, თურქეთში, სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედანთან მდებარე სტადიონთან ავტომობილში ჩადებული ბომბი დისტანციური მართვის საშუალებით აამოქმედეს. ცოტა ხნის შემდეგ, სტადიონიდან რამდენიმე მილის დაშორებით, Macka Park-ის ტერიტორიაზე, მეორე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ექსტრემისტების თავდასხმა პოლიციელებზე დაგმო. მ ომხდარზე პასუხისმგებლობა "ქურთისტანთნა მუშათა პარტიის" ფილიალმა, "ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა" აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)