|
2015-03-24 20:05:05, 541 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ომის ეროვნული კოლეჯის დელეგაცია იმყოფება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა აშშ-ს ომის ეროვნული კოლეჯის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების მიმდინარეობასა და ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აქტიური მხარდაჭერისთვის. მან ასევე, ხაზი გაუსვა არსებითი ღონისძიებების პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების დროულად განხორციელების აუცილებლობას და ამ პროცესში აშშ-ს და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. არჩილ ყარაულაშვილმა ისაუბრა იმ მოლოდინებზე, რომელიც საქართველოს აქვს როგორც ნატოს ვარშავის, ასევე, აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტიდან. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების მდგომარეობას. ხაზი გაესვა მზარდი რუსული პროპაგანდის კონტექსტში ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობას. თავის მხრივ, აშშ-ს მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი, დადებითად შეაფასა ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებები და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)