15:25 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-10 18:32:59, 2604 ნახვა

სამართალი
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სადაც „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს, ორი პირი დააკავეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აქციის მონაწილეების დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალება საპატრულო პოლიცია არ აძლევთ. აღნიშნულის გამო, ავტომობილების გადაადგილება შეფერახებულია.

შეგახსენებთ, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics