|
2016-12-10 17:47:02, 1258 ნახვა
რეგიონი
„გოდერძის“ სათხილამურო კურორტის ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
„გოდერძის" სათხილამურო კურორტის ზამთრის სეზონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი დაესწრნენ. ოფიციალური ღონისძიების ფარგლებში კურორტზე სპეციალური განათებები და დეკორაციები მოეწყო და მოთხილამურეთა საჩვენებელი სრიალი გაიმართა.სპეციალურად ამ დღისათვის მოწვეული იყო ანიმატორთა ჯგუფი, რომლებმაც სტუმრებს გასართობი სანახაობები შესთავაზა. კურორტზე ამ ეტაპზე 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობაა განთავსებული. საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს. სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზე'' ორი მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობას უკვე ჩაეყარა საფუძველი. 100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი" 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი განახორციელებს. პროექტში 100 ადგილობრივი დასაქმდა. კომპლექსში საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი მოეწყობა. კურორტ „გოდერძზე" კიდევ ერთი 150 ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია სქაი თაუერის" მშენებლობა დაიწყო,რომლის ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი განახორციელებს. პროექტით 15 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ჯამში 100 ადგილობრივი დასაქმდება. სასტუმროში რესტორანი,საკონფერენციო დარბაზი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი და სხვა ობიექტები განთავსდება. ტერიტორიაზე 40 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. კურორტზე ორი სახის საბაგირო გონდოლაა. ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. საბაგიროს მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2366 მეტრია. აჭარის მთავრობისა და საერთაშორისო კომპანიის ერთობლივი მუშაობის შედეგად კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმის ძირითად ნაწილზე მუშაობა უკვე დასრულებულია. კურორტის სამომავლო განვითარება სწორედ აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით განხორციელდება.
(NS)
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)